среда, 9 июля 2014 г.

პროექტი 9 აპრილი

                                                              პროექტი 9 აპრილი
1.პროექტის სახელწოდება:9 აპრილი
2.პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას 9აპრილის ტრაგედიის შესახებ,ასევე 9 აპრილის თემაზე დაწერილ  ლექსებს და სიმღერებს,გააკეთებენ კედლის გაზეთს.
3.პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები გაეცნობიან  საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას მე-20 საუკუნის 80-90იან წლებში.9 აპრილის ტრაგედიის მიზეზებსა და შედეგებს.
4.პროექტის მიზნები:მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ინფორმაციის მოძიებისა და გააზრების,ლოგიკური აზროვნების,მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის უნარი.გაიგებენ  9 აპრილის მნიშვნელობის შესახებ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში.
5.მონაწილეთა ასაკი:15
6.ვადები/ხანგრძლივობა:2 კვირა
7.მოსალოდნელი პროდუქტები,შედეგები,რაც შეიძლება შეიქმნას:ვიდეორგოლი 9 აპრილის შესახებ,(კადრები 9 აპრილის ღამიდან),კედლის გაზეთი.პრეზენტაცია 9 აპრილის  შესახებ.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფოტოები,კომპიუტერი,ფორმატი,სახელმძღვანელო,ფანდური
9.პროექის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):I ფაზა-მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას 9 აპრილის შესახებ ინტერნეტის და სახელმძღვანელოების საშუალებით.გააკეთებენ სლაიდ-შოუს,რომელიც აგებული იქნება 9 აპრილის მოვლენების ამსახველი კადრებით.II ფაზა-მოსწავლეები აკეთებენ კედლის გაზეთს,რომელსაც ავსებენ მოძიებული ინფორმაციით,ფოტოებით,შემდეგ მოხატავენ საკუთარი ფანტაზიით(ტიტები,საქართველოს დროშა)III ფაზა-აუდიტორიის წინაშე მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას 9 აპრილის წინარე მოვლენების,ასევე  9აპრილის მიზეზების და შედეგების შესახებ,1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ,შეასრულებენ 9აპრილის დღისადმი მიძღვნილ სიმღერებს(„დაუკარით რომ ძველ ხანჯალს“,“ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“)წაიკითხავენ 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილ ლექსებს.წარმოადგენენ მათ მიერ შექმილ სლაიდ-შოუს საინტერესო ფაქტებით და ფოტოებით.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მუსიკა,ისტ.
ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  აანალიზს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

მუს. IX.4.  მოსწავლეს შეუძლია   სასწავლო პროექტში მონაწილეობა.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):მაია ბეგლარაშვილი,ისტორიის პედაგოგი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:maiko84.07@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:







Комментариев нет:

Отправить комментарий